17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართება

17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
საქართველოში მშვიდობიანი პროევროპული აქციების ჩახშობის შესახებ მოხსენებით გამოვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვას მოჰყვება პოლიტიკური ჯგუფების სპიკერთა გამოსვლები.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ. ხელისუფლება გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის მასობრივი გამოყენებით, ძალადობრივად ცდილობს პროტესტის ჩახშობას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს. პარალელურად, „ქართული ოცნება“ იღებს რეპრესიულ კანონებს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს