მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ძალა საქართველოს კვლავ საკუთარ თამაშის წესებსა და ინტერესებს ახვევს თავს. ის ცდილობს რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანით მიაღწიოს საწადელს, რაც ქაოსსა და ნგრევაში გამოიხატება, ესაა ამერიკის ხელწერა, რომელსაც უკვე ყველა კარგად ცნობს

მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ძალა საქართველოს კვლავ საკუთარ თამაშის წესებსა და ინტერესებს ახვევს თავს. ის ცდილობს რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანით მიაღწიოს საწადელს, რაც ქაოსსა და ნგრევაში გამოიხატება, ესაა ამერიკის ხელწერა, რომელსაც უკვე ყველა კარგად ცნობს
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20-მდე ადამიანს და ამასთან ერთად, დამატებითი სანქციები დააანონსა. თავის დროზე, როდესაც საქართველოში -ის რეპუტაცია ასე არ იყო შელახული, ამ ტიპის შეზღუდვებს დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა და შესაძლოა პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზიც გამხდარიყო, მაგრამ -ის მხრიდან ამგვარი ნაბიჯების გადადგმა დღეს უკვე მათთვის არი კონტრპროდუქტიული“- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის თქმით, „რაც მალე ჩამოიშორებს საქართველო აშშ-ის მიერ თავსმოხვეულ დღის წესრიგს და შეამცირებს დამოკიდებულების ხარისხს, თუნდაც სანქციების ფასად, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე აშკარად გამოჩნდა – როგორც კი ნგრევისა და ქაოსის მომტანი ძალა სახელმწიფომ გვერდით გასწია და მათ კარნახს არ დაემორჩილა, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ს გაუტოლდა, რაც, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს“.
„დღეს დილით საქართველოს მოსახლეობამ შეიტყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20-მდე ადამიანს და ამასთან ერთად, დამატებითი სანქციები დააანონსა.
თავის დროზე, როდესაც საქართველოში აშშ-ის რეპუტაცია ასე არ იყო შელახული, ამ ტიპის შეზღუდვებს დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა და შესაძლოა პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზიც გამხდარიყო, მაგრამ აშშ-ის მხრიდან ამგვარი ნაბიჯების გადადგმა დღეს უკვე მათთვის არის კონტრპროდუქტიული.
მეტიც, რაც მალე შეამცირდება აშშ-ზე დამოკიდებულების ხარისხი, უფრო
კონკრეტულად კი, გავთავისუფლდებით მათ მიერ თავსმოხვეული დღის წესრიგიდან და პოლიტიკისგან, მით უკეთესი ჩვენთვის, რადგან არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებშიც კი, როგორიც: საფრანგეთი, გერმანია და ინგლისია, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობას მხოლოდ და მხოლოდ ქაოსი, ნგრევა და ცალსახად ნეგატიური შედეგები მოჰყვა.
ამერიკელებმა მოახერხეს და დაანგრიეს, მორალურად გახრწნეს მთელი ევროპა – საფრანგეთში უკვე ქუჩაში გასვლაც სახიფათოა, ქვეყნის ეკონომიკა კი სავალალო მდგომარეობაშია. პრობლემის სიმწვავეს საფრანგეთის პრეზიდენტიც კარგად იაზრებს. შეგახსენებთ მაკრონის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას – “ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის, არსებობს საფრთხე, ევროპა მოკვდეს.”
ამერიკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, გერმანიას აღარ აქვს წვდომა იაფ გაზზე, ატომური ელექტროსადგურები გაჩერებულია და მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დღეს რეცესიაშია!
დიდი ბრიტანეთი მიგრანტების ტალღებს ვეღარ აუდის და მეფე არტურის ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სახელი დღეს – მუჰამედია. ჩემი დიდი პატივისცემა მუსლიმებს, უბრალოდ ეს არის ფაქტი და შედეგები, რაც სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპისთვის თავმოხვეულ პოლიტიკას მოჰყვა.
მათი “პარტნიორობის” და პოლიტიკის ავ-კარგი საკუთარ თავზე არაერთხელ გამოვცადეთ ჩვენც, განსაკუთრებით მწარედ კი 2008 წელს – ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი მაშინ სწორედ აშშ-ის მითითებებით მოქმედებდა.
დღეს კი, მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ძალა, საქართველოს კვლავ საკუთარ თამაშის წესებსა და ინტერესებს ახვევს თავს. ის ცდილობს აგენტურული ქსელის ანუ რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანით მიაღწიოს საწადელს. მათი მთავარი სურვილი რაც არის, ში ომის დაწყებისთანავე მიგვახვედრეს.
ასე რომ, მათი პარტნიორობა და პატრონაჟი, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ქვეყნებში, საბოლოო ჯამში, ქაოსსა და ნგრევაში გამოიხატება, ესაა ამერიკის ხელწერა, რომელსაც უკვე ყველა კარგად ცნობს.
ამიტომაც, რაც მალე ჩამოიშორებს საქართველო აშშ-ის მიერ თავსმოხვეულ დღის წესრიგს და შეამცირებს დამოკიდებულების ხარისხს, თუნდაც სანქციების ფასად, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე აშკარად გამოჩნდა – როგორც კი ნგრევისა და ქაოსის მომტანი ძალა სახელმწიფომ გვერდით გასწია და მათ კარნახს არ დაემორჩილა, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ს გაუტოლდა, რაც, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.“-წერს ვატო შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას