WSJ – დონალდ ტრამპმა საფრანგეთის და უკრაინის ლიდერებს განუცხადა, რომ სურს, ევროპულმა ჯარებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გააკონტროლონ

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების თქმით, ეს ინიციატივა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტ სა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის და მაკრონს განუცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ სურს, იყოს ძლიერი და კარგად შეიარაღებული ომის დასრულების შემდეგ.
ტრამპის განცხადებით, ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში. -ის არჩეული პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, ამერიკელი სამხედროები უშუალოდ არ ჩაერთვებიან მისიაში, თუმცა მან არ გამორიცხა აშშ-ის მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერა ევროპული კონტინგენტის მიმართ.
The Wall Street Journal-ის თქმით, ევროპული ჯარები უკრაინაში, შესაძლოა, სპეციალური სამშვიდობო მისიის ფარგლებში განლაგდნენ, რომელიც არ იქნება ნატო-ს ოპერაცია. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ომს იგებს“ და სავარაუდოდ მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევს მისი დასრულების ნებისმიერ მცდელობას.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ