ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მიმდინარეობს:
· კონკრეტული კვლევითი სამუშაოები, მათ შორის გეოლოგიურ-გეოტექნიკური კვლევები;
· ტერიტორიაზე ტალღმტეხელისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შეტანა;
· გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა;
· კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა);
· სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოები;
· მოეწყო ე.წ. ,,X-block”-ის წარმოების პოლიგონი;
· „დასრულებულია დროებითი სამუშაო სივრცეების (მ/შ საოფისე ფართების) მოწყობის სამუშაოები, სადაც აქტიურად იმუშავებენ კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების თანამშრომლები/ინჟინრები. ასევე გათვალისწინებულია სამუშაო სივრცეები შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ თანამშრომლებისთვის.
