TI იმ ბიზნესმენების სიას ასაჯაროვებს, რომლებმაც არჩვნების დროს ქართულ ოცნებას ფული შესწირეს

არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობა-საქართველო იმ ბიზნესმენების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის ს დროს ქართულ ოცნებას ოფიციალურად 16 მლნ ლარამდე შესწირეს.
„არ ემ ჯი გოლდის“ ყოფილი დირექტორი, დავით ბალანჩივაძე – 472 ათასი ლარი
„გზა“, გიორგი ჭყონია – 460 ათასი ლარი
„ქართუ ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა – 448 ათასი ლარი
„ლილო-მოლი“, გია ანდღულაძე – 397 ათასი ლარი
„მარნისკარი“, ვაჟა ციგროშვილი – 379 ათასი ლარი
„კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ზურაბ ჩხაიძე – 300 ათასი ლარი
„დუგლაძეების ღვინის კომპანია”, დავით დუგლაძე – 282 ათასი ლარი
„კ და ქართული სპირტი“, ირაკლი ბექაური – 267 ათასი ლარი
“28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა და საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა 13-მა ბიზნეს ასოციაციამ. ინდივიდუალურად საპროტესტო განცხადება გაავრცელა 70-მდე მსხვილმა და საშუალო ბიზნესმა. ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა; 300-ზე მეტმა მეწარმემ უარი თქვა საახალწლო ბაზრობებში და ღონისძიებებში მონაწილეობაზე. მსხვილი ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელმა ღიად დაუჭირა მხარი ახალ არჩევნებს.
თუმცა ქართულ ოცნებას ჰყავს მხარდამჭერები ქართულ ბიზნესში, რომელთაც ბოლო ს დროს პარტიას ოფიციალურად 16 მლნ ლარამდე შესწირეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.