“წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია” – პაპუაშვილი -ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე

ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც წააგო, მათი მანდატი იწურება, ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის ურთიერთობას აფუჭებენ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო. ეს ძალიან დამაფიქრებელია, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე -ს მიერ ქართული ოცნების 20 წარმომადგენლის სანქცირებასთან დაკავშირებით.
“პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციაში მონაწილე აქტივისტები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს – არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – სხვას.
აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებშიც. […] ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც ახლაც ხელისუფლებაშია. ამ ფაქტორების გამო წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრსმოკლებულია”, – თქვა პაპუაშვილმა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა 20 პირს ქართული ოცნებიდან, მათ შორის, მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებსა და კერძო პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.
Tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა