ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესებს, ასევე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ გაფართოების შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარა გამოყენებული იქნება და მას არავინ დაბლოკავს.
“ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, უკრაინისთვის, ასევე ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ევროპის უსაფრთხოებაში. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლოს შეგვეძლება ვთქვათ, რომ გამოვიყენებთ გაფართოების შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარას და არ იქნება ქვეყანა, რომელიც დაბლოკავს მას. ბუნებრივია, ესტონეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესებს. ასევე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე რთული საბჭო იქნება, რაც ამ ისტორიის განმავლობაში დადგება”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.