სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი ს ჩატარებას ითხოვენ.
მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც – “კონსერვატორია არ დაკონსერვდება”, “თავისუფლება ანრი კაკაბაძეს”.
ცნობისთვის, სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე IT სფეროს მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ.
გაერთიანებული მსვლელობის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, თბილისის მერიასთან, იუსტიციის სახლთან და ბოლოს საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ.
მსვლელობის დროს კი მოქალაქეებს გაფიცვისკენ და მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ