აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი სოციალური ქსელი შეიქმნა

საპროტესტო აქციების დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი სოციალური ქსელი, MNT შეიქმნა. ამის შესახებ აპლიკაციის შემქმნელი ნიკა შელია Linkdin-ზე წერს.
MNT პლატფორმაზე პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა მხოლოდ კონკრეტული ლოკაციიდან მობილურით შეიძლება, რაც საშუალებას იძლევა ბოტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გაიფილტროს.
“გამარჯობა მეგობრებო! შეიქმნა ქართული სოციალური ქსელი რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, აქციაზე, პარლამენტთან ან სხვა ლოკაციებზე მომხდარ მოვლენებზე მიიღონ გაუფილტრავი ინფორმაცია, პირდაპირ მოქალაქეებისგან და არა მედია საშუალებებისგან, რომლებიც წლების მანძილზე აშუქებენ დეზინფორმაციას და რუსულ ნარატივს. პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა აპლიკაციაში მხოლოდ შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციაზე, მხოლოდ მობილურით. ამით გაიფილტრება ის რუსული/ჩინური ბოტები რომლებიც სხვადასხვა ძალებით ცდილობენ Facebook, TikTok ზე ან X ზე დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელებას ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე. აპლიკაციის კოდი არის სრულიად ღია და ყველას შეუძლია კონტრიბუცია! მადლობა,” – წერს ნიკა შელია.
აპლიკაციის კოდის ნახვა შესაძლებელია Github-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ