რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – იან ლიპავსკი

რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,იან ლიპავსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს სია, სადაც ჩამოთვლილია გარკვეული სამუშაოების პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისობაში იყოს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არსებობს სია, სადაც ჩამოთვლილია გარკვეული სამუშაოების პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისობაში იყოს. რამდენადაც მე ვიცი, არის დადებითი მიმოხილვა. დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს , ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანეთს და ასევე დასავლურ პარტნიორობას. ვფიქრობ, დროული იქნება, თუ პროგრესი ამ მხრივაც იქნება”, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი