მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა – სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან, მეტ სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ასეთ კომუნიკაციას მით უფრო, -ის მომავალი პრეზიდენტის სა და მაკრონის შეხვედრის შემდეგ არ ელოდა.
„გუშინდელმა საუბარმა არათუ მათი ნაძალადევი სიხარული გამოიწვია, არამედ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია იმიტომ, რომ ისინი ასეთ კომუნიკაციას არ ელოდნენ. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ტრამპისა და მაკრონის შეხვედრა შედგა. ამ ფონზე ისინი ასეთ ზარს არ ელოდნენ. ჩვენ რაღაც გადაჭარბებული წარმოდგენები კი არ გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, უბრალოდ ვამბობთ, რომ მინიმუმ 3 საკითხში ვემთხვევით ერთმანეთს. ტრამპიც ამბობს, რომ უნდა დამთავრდეს ომი ში. საქართველოს ეს სუბიექტურად აწყობს იმიტომ, რომ მეორე ფრონტში ჩართვის ინტერესი ქრება. და ასევე, კიდევ ორი საკითხია, რაც პრინციპულ საკითხებად ავიღეთ, „გამჭვირვალობის კანონი“, „ოჯახური ღირებულებების კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ტრამპის და მისი ახალი ადმინისტრაციის, გარემოცვის პოზიციები ემთხვევა ჩვენსას. მინიმუმ სამ მთავარ საკითხში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. გუშინდელმა ზარმა ოპოზიცია რეალურად ჩამოშალა. შეიხედეთ სოციალურ ქსელებში, თავის მართლების პოზიციიდან გამოდიან, „დატუქსა“ და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. დიახ, საუბარი, შეეხებოდა მათ შორის პატიმრების გათავისუფლებას.
[ოპოზიცია] პირველ წუთებში არის ხოლმე არეული იმიტომ, რომ პოზიცია არ გააჩნიათ, მერე დაურეკავენ ხოლმე თავის პატრონებს და ისინი რასაც იტყვიან, ისე იქცევიან. ამიტომ იყო რომ გუშინ მზადყოფნა გამოთქვეს, დღეს ყველა დალაგდა და მწყობრად, საერთო „მესიჯბოქსს“ იმეორებენ. იმავეს გაიმეორებს ახლა . რაღაც ინფორმაციებიც არსებობს, მოწოდებებს აპირებს. სიგიჟეებს გააგრძელებს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე საქართველოში სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან, უფრო მეტ სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს და განცხადებას გააკეთებს, ვიდრე აქამდე გაუკეთებია. ამაზეც გვაქვს ინფორმაციები და შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა,“- განაცხადა მ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.
ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ მომავალი უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ისევ ელექტრონული წესით