აქტივისტი – რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა, ძაღლს ასეირნებდა და ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს

არსებული ინფორმაციით, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მისი მეგობარი, აქტივისტი ნათია ჩიქოვანი „ფეისბუქზე“ წერს.
მისივე ინფორმაციით, ბჟალავა სასამართლოშიც იყო დაბარებული.
„რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა. თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!“,- წერს ნათია ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას