დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ კონკრეტულ ზომებზე – დანია

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი ძალადობა უნდა შეწყდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლიოკე რასმუსენის განცხადებით, დანია პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ზომებზე მუშაობს.
“სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო ქმედება, რათა შეწყდეს სასტიკი ძალადობა ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია პარტნიორებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ ზომებზე,” – წერს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია