“ქალბატონო მოსამართლე, გაგაშიშვლებთ, გადაგიღებთ და გაგაუპატიურობთო” – 20 წლის ბიჭის უმძიმესი ჩვენება

სასამართლომ სამართალდამრღვევად გამოაცხადა 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოსამართლეს უმძიმესი ჩვენება მისცა. აქციების მონაწილე ახალგაზრდა ირწმუნება, რომ მას სექსუალური ძალადობით და სიკვდილით გომელაურის უწყების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ.
“მეტროსთან ველოდებოდი შეყვარებულებს, ნიღბიანები გამოიწივნენ ჩემსკენ, გავიქეცი, შემდეგ შუა გზაში გავჩერდი, მანქანით მთელი სისწრაფით მოდიოდნენ და ლამის დამარტყეს. მესმოდა, გაიტანეთ, მოკალითო. რომ დამიჭირეს, იმ პიროვნებამ სახეში მუხლი მირტყა, გავხდი ცუდად, ვეხვეწებოდი, ვერ ვსუნთქვა–თქო, არ აინტერესებდათ. მეუბნებოდნენ, ჩაისვარე, სუნი აგდისო. მემუქრებოდნენ გაუპატიურებით, მოკვლით. შემდეგ მუხლზე მოვიკიდე ხელი, ადამიანი ვრ, მეტკინა და რომ დამინახეს, გამიფინეს და რტყმევა დამიწყეს. ვერ ვსუნთქავდი, ქალბატონო მოსამართლე და ვთხოვდი, ჰაერი მაინც ჩამასუნთქინეთ-თქო. კარი ვინც გააღო, მან შეურახყოფა მიაყენა ჩემს ოჯახს, მერე ისევ მირტყეს. მერე მითრეს, გაგაშიშვლებთ, გადაგიღებთ და გაგაუპატიურობთო”, – განაცხადა 20 წლის ახალგაზრდამ.
ლუკა ბარდაველიძე 4 დეკემბერს დააკავეს მაშინ, როცა აქცია უკვე დაშლილი იყო. ის ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ იდგა და შეყვარებულს ელოდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს