IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.
ასევე სკანდირებენ: „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები.
მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია