რუსეთში ამოქმედებული ახალი წესები მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ, ავალდებულებს …

დღეიდან რუსეთში ამოქმედებული ახალი წესები მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ, ავალდებულებს, ჩააბარონ უცხოეთის პასპორტები. სხვათა შორის ეს ეხებათ ახალწვეულებსაც.
მთავრობის დადგენილების თანახმად, პასპორტი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გადაეცეს შესანახად ხელისუფლების ორგანოებს, რომლებმაც გასცეს ის (შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საგარეო საქმეთა სამინისტრო), ან სახელმწიფო ორგანიზაციებს, რომლებმაც საკუთარ თანამშრომელს უცხოეთში მოგზაურობა შეუზღუდეს.
დოკუმენტში ასევე გაწერილია, როგორც უნდა ჩაბარდეს უცხოეთის პასპორტი უცხოეთის საკონსულო დაწესებულებაში, საიდანაც მას დიპლომატიური ფოსტით გადაგზავნიან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პასპორტი, რომელიც საპატიო მიზეზის გარეშე არ ჩაბარდება შესანახად მითითებულ ვადებში, ბათილად გამოცხადდება. ის შეიძლება უცხოეთში იქნეს ჩამორთმეული.
უცხოეთის პასპორტის დაბრუნება შესაძლებელი იქნება ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ.
კანონით, უცხოეთში მოგზაურობა შეიძლება აიკრძალოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემის, სახელმწიფო საიდუმლოზე წვდომის ან გაკოტრების შემთხვევებში.
„რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის წესის შესახებ“ კანონში ივნისში მიღებული ცვლილებების თანახმად, გასვლის აკრძალვა ასევე ეხება სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გამოძახებულ მოქალაქეებს. იგი ძალაშია უწყების სამსახურში ან სასწავლებელში გაგზავნის დღიდან და სამხედრო აღრიცხვის ერთიან რეესტრში განთავსების მომენტიდან. პასპორტის გადაცემა ხდება შესაბამისი კომისიის მიერ გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში. დოკუმენტის დაბრუნება შესაძლებელია სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო