სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – ბოლომდე ვიბრძოლებ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის განცხადებით, ოპოზიცია დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას ცდილობს, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ბოლომდე ვიბრძოლებ. იმპიჩმენტს მომიწყობენ, თუ გამოძიებას ჩამიტარებენ, ამ ყველაფერს ცალსახად გავუმკლავდები“, – აღნიშნა იუნ სუკ იოლმა.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს პარლამენტში იმპიჩმენტის მეორე კენჭისყრა ემუქრება, რომელიც შაბათს იგეგმება. ამასთან, პრეზიდენტთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო, სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს. იუნ სუკ იოლმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საომარი მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, თუმცა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა, რადგან მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”