იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ერთხმად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თორნიკე ჭეიშვილი აირჩია.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

 
				 
								
 
								

