ვლადიმერ ბოჟაძე მაკრონისა და ივანიშვილის საუბარზე – არჩევნებზე, მის გაყალბებაზე საუბარი არ ყოფილა – მაკრონმა საკითხები გაიარა იმ ადამიანთან, რომელიც გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს, მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია

არჩევნებზე, მის გაყალბებაზე და ა.შ, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მაკრონი ესაუბრა იმ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენელიც არის პარლამენტის უმრავლესობაში და მთავრობის ადმინისტრაციაში.
„რაც არ ყოფილა, ბუნებრივია, ამაზე ვერც მაკრონი ისაუბრებს და ვერც სხვა ვინმე ოფიციალური პირი. შესაბამისად, ამ საუბრის დროს არჩევნებზე, მის გაყალბებაზე და ა.შ, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება რატომ ესაუბრა მაკრონი ბიძინა ივანიშვილს, ის საფრანგეთის პრეზიდენტია, მას არ უნდა ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან იმიტომ, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს – რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი ამ პოსტზე სალომე ზურაბიშვილს. ყველაზე კარგად ეს თავად იცის მაკრონმა. ესაუბრა იმ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენელიც არის პარლამენტის უმრავლესობაში, მთავრობის ადმინისტრაციაში. რა თქმა უნდა, საკითხები გაიარა იმ ადამიანთან, რომელიც თავის გუნდთან ერთად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში. ამაში, მგონი, გასაკვირი არაფერია”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.
ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა