გენო პეტრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე – მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას, რაღაც ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გენო პეტრიაშვილის განცხადებით, „ლიბერალური ბაბლის“ წევრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრს ს შეურაცხყოფას მიზანმიმართულად აყენებენ და მათთვის „არაფერი წმინდა არ არსებობს“.
„მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას და საერთოდაც, ბოლოს რაღაც ტენდენციაა, ხელწერაა ამ ადამიანების, არც ვიცი ადამიანები თუ უნდა ვუწოდო. მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას. ესენი იქნებიან ქართული სპორტის წარმომადგენლები ის ღირსეული ადამიანები, თუ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები. მე მინდა ამ ადამიანებს მივმართო, აი, ამ ძვირფას ადამიანებს, არ მიაქციონ მათ ყურადღება და ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ღირსეულ ხალხს. ხვიჩას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ