ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის დაპირება, უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების შესახებ, პირდაპირი მნიშვნელობით არ ესმის

უკრაინის პრეზიდენტის, ს თქმით, ს დაპირება, რომ ში ომს „24 საათში“ დაასრულებს, პირდაპირი მნიშვნელობით არ ესმის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ „სიბიენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინელებს ახლა ტრამპის იმედი აქვთ, რადგან „მას აქვს ძლიერი პრეზიდენტის პოზიცია“.
„ამ ძალის მეშვეობით, რადგან პუტინს ესმის მხოლოდ ძალის, ჩვენს გვერდით, ჩემს გვერდით იქნება ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი და ჩვენ ამ სიძლიერით მივაღწევთ მშვიდობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ტრამპის განცხადების შესახებ, სადაც -ის არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, ეს კითხვა არ მდგომარეობს იმაში, რომ მან ასეთი საკითხი 24 საათში უნდა გადაწყვიტოს“.
„მე მესმის მისი სიტყვები, რომ სურს ამის გაკეთება სწრაფად და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ეს მოხდეს უფრო სწრაფად, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ხალხს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ხელახლა დაწყების შესაძლებლობა არ არსებობდეს.