“ბავშვია, ბიჭო, ბავშვიიიიი!!! გამოუშვით, ჩემი მხარდაჭერა შენ” – დუტა სხირტლაძე დაკავებულ სანდრო ქინქლაძეზე

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი, დუტა სხირტლაძე სოციალურ ქსელში სანდრო ქინქლაძის დაკავებას ეხმაურება.

“ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც).. პატარა გოგო-ბიჭებს… ჟურნალისტებს, ოპერატორებს… ქვეყანა ამათია. შვილებისაა…”

“ვიღაცეები “ბანდერლოგებს” უწოდებენ.. აი ამათ… ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას… თავისუფლებაში დაბადებულებს. ამთი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს – ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ – გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ… ბავშვები, შვილები, ახალი თაობა – ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი… ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს”, – წერს ქართველი მსახიობი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი