სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილეს, ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის როლზე აქციაზე დაკავებულთა და დაშავებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ყურადღება გაამახვილეს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლისა და მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი