კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ყველა, ვინც ჩართულია მშვიდობიანი აქციების „დარბევაში, აუცილებლად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული“.
ანა დოლიძის განცხადებით, ყველა პასუხს აგებს, ვინც ,,სისხლიანი დეკემბერი მოაწყო“.
“არის ჭორები იმის შესახებ, რომ ხდება ,,ქართული ოცნების” მხრიდან ბანდფორმირებების შექმნა და სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. მინდა, მათ შევახსენო, რომ ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული და ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალს. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ხალხს საერთაშორისო დონეზე პასუხი ვაგებინო. მინდა გაგახსენოთ ,,ბაიონეტი”, [ღვთის რისხვა] ოპერაცია, რომელიც ისრაელში გოლდა მეიერმა ჩაატარა. ,,ბაიონეტის” ამოცანა იყო, ვინც მიუნხენში ტერორისტული აქტი ჩაიდინა ისრაელი სპორტსმენების მიმართ, ყველა ეპოვათ და პასუხი ეგოთ. აი, ასე ვაგებინებთ ყველას პასუხს სამართლებრივად, ვინც ჩაიდინა დანაშაული და მოაწყო სისხლიანი დეკემბერი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.