ევროკავშირის წევრი ქვეყნები ს წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ს წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“[ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი] ელჩები ამ წამს შეთანხმდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საპასუხო სანქციების მე-15 პაკეტზე.
პაკეტი მეტ პირსა და ერთეულებს ამატებს უკვე არსებულ სასანქციო სიას, და სამიზნეში იღებს კომპანიებს რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებსაც ირიბად წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ გაძლიერებაში საექსპორტო აკრძალვებისადმი გვერდის ავლით.
მიღებული სანქციები ზღუდავენ მესამე ქვეყნების დამატებითი გემების საქმიანობას, რომლებიც ოპერირებენ რათა წვლილი შეიტანონ ან მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ამ ქმედებებს ეხმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – უპრეცედენტო და უნიკალურია ის ამბავი, რომ ამ რაოდენობის პროტესტანტი ციხეში გაცნობიერებულად შედის, გახარიას პარტია კი გახდა რეჟიმს ნაწილი – გახარია ცდილობს, ეპატიოს ის წყენა, რაც ივანიშვილს და მის შორის არსებობდა

ლევან მაჭავარიანი – გახარიას შეეფერება ფრაზა: „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, თავის ღალატსაც ღალატობს“, უცხოეთიდან გვმოძღვრავს, თითქოს, სამშობლოს ერთგულებაზე საუბრობს – „ლელოს“ რომ გაუერთიანდით, ლიდერებს არ შერცხვათ?