NDI: გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევაა. გამოკითხულების 23% ფიქრობს, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა, ხოლო 22%-ის აზრით – უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური.
NDI-ის მიხედვით, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს უფრო კრიტიკულად აფასებენ. შეინიშნება მცირე სხვაობა ქალებსა და კაცებს შორის. განათლების საფასურს მეტი ქალი ასახელებს პრობლემად.