მალიბუში ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

1500-ზე მეტი მეხანძრე იბრძვის სამხრეთ კალიფორნიის სწრაფად მოძრავი ხანძრის გასაკონტროლებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალაქ მალიბუს და ათასობით მოსახლის ევაკუაციას აიძულებს.
“ხანძრის შედეგად დამწვარია 3049 ჰექტარი, ამასთან, სულ მცირე შვიდი სტრუქტურა განადგურდა და რვა დაზიანდა.”- განაცხადა მალიბუს ქალაქის მთავრობამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. ის ორშაბათიდან სწრაფად გავრცელდა, რასაც ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი.