“სცემეს საშინლად – ბინის მესაკუთრე აიძულეს და სახლიდან გამოაგდო” – ხატია დეკანოიძე

პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე:
რეჟიმი:
გახსოვთ ალბათ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს აქციაზე და იმედმა მთელი პროპაგანდა ააგო. რუსულ სტილში დეზინფორმაციას ავრცელებდა თითქოს ინგლისის მოქალაქე პარლამენტში შევარდნას ცდილობდა. მოკლედ, დღეს გამოუშვა სასამართლომ. რაშია საქმე: ეს კაცი თავისუფლების მოედანზე ცხოვრობდა და ბარიდან სახლში მიდიოდა, როცა დაიჭირეს. არაფერი საერთო აქვს პროტესტთან ან პოლიტიკასთან. ახლა ბინის მესაკუთრე აიძულეს და სახლიდან გამოაგდო. ხვალ საემიგრაციოშია დაბარებული.
მხოლოდ ბარიდან სახლში მიდიოდა, მოხვდა რუსთაველზე. თან სცემეს საშინლად.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი