„ენგურჰესმა“ მუშაობა შეაჩერა და ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – Tass
ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდება – ამის შესახებ TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„ენგურჰესმა“, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – განუცხადეს სააგენტოს „ჩერნომორენერგოში“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებდნენ, რომ 9 დეკემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ღამით არ გაითიშება, დღისით კი, 07:00 საათიდან 21:00 საათამდე, თითოეულ რაიონში ორჯერ 2 საათის და 20 წუთის განმავლობაში ჩაირთვება სხვადასხვა დროს.