ზახაროვა: მოსკოვი უკრაინის თაობაზე დათმობას არ აპირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მოსკოვი არაა მზად უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დათმობაზე წავიდეს. და რომ კონფლიქტის დასასრულებლად ის პირობები უნდა შესრულდეს, რაც ვლადიმირ პუტინმა დაასახელა.
საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ეს განცხადება ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებასთან დაკავშირებით გააკეთა. ტრამპმა კვირას ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა მოითხოვა და მოლაპარაკებები მოითხოვა იმისათვის, რომ “ეს სიგიჟე” დასრულდეს.
ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი მზადაა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინასთან დაკავშირებით იმუშაოს, მაგრამ კრემლს ჯერ არ მიუღია რაიმე სერიოზული ვარიანტი თუ წინადადება, რომელზე მუშაობაც შესაძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, არ ყოფილა არანაირი წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის “ლეგიტიმურ წუხილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და უკრაინაში რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის უფლებების თაობაზე”.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ აქტიურად ითხოვს ნატოში გაწევრიანებისთვის მიწვევას, ტრამპის კომენტარზე პასუხად თქვა, რომ კიევს უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები სჭირდება. თუმცა ზახაროვამ განაცხადა, რომ ყველა, ვინც ფიქრობდა, რომ რუსეთი დათმობებზე წავიდოდა, ცდებოდა.
“უპირველეს ყოვლისა, რუსეთი მოქმედებს. მეორეც, თუკი ვინმე ელოდება, რომ რუსეთი რაიმე ტიპის დათმობაზე წავა, როგორც ჩანს ამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს და ეს საკითხი საკმარისად კარგად არ იცის”, – თქვა ზახაროვამ და დასძინა, რომ მშვიდობისთვის ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები უნდა შესრულდეს.
კრემლი ითხოვს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს უნდა გახდეს, და უკრაინაში უკანონოდ ოკუპირებული ოთხი რეგიონი სრულ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად აცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს