NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ფასების ზრდა/ინფლაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, 35%-ის აზრით, ასეთია სამუშაო ადგილები, 28% ასახელებს სიღარიბეს, 23% კი ტერიტორიულ მთლიანობას

„ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (37%) ფასების ზრდა/ინფლაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. 35%-ის აზრით, ასეთია სამუშაო ადგილები, 28% ასახელებს სიღარიბეს, 23% კი ტერიტორიულ მთლიანობას.
კითხვაზე: „ბოლო ათი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით?“ 45% მიიჩნევს, რომ ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესდა. 28%-ის აზრით, არ შეცვლილა, ხოლო 23% ფიქრობს, რომ გაუარესდა.
რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, გამოკითხულთა უმრავლესობის, 41%-ის თქმით, გაუმჯობესდა, 33%-ის აზრით, არ შეცვლილა, ხოლო 20% მიიჩნევს, რომ გაუარესდა.
კვლევის მიხედვით, ქალთა უფლებებისა და განათლების საკითხთან დაკავშირებით, გამოკითხულა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ხოლო ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ კრიმინალთან და სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესებულია.
ამასთან, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უმეტესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა. კითხვაზე: „რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა?“, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა განათლების დაბალ ხარისხს, მასწავლებლების/ლექტორების დაბალ კვალიფიკაციასა და უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურს ასახელებს.
რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობის აზრით, ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემებია: წამლების საფასური; სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასური; ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/კვალიფიკაციის ნაკლებობა და წამლების დაბალი ხარისხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში