როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენს მიმართ ეს ფაქტია

როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენს მიმართ ეს ფაქტია
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, ეს ცალსახად აღიარებას ნიშნავს.
„მოდით მკითხაობას არ დავიწყებ, არც არის ჩემი სტილი და ჩვევა, უბრალოდ ვიტყვი, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, აქ ცალსახად შენ კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენს მიმართ ეს ფაქტია. მეორეც, თუ გავიხსენებთ ბიძინა ივანიშვილის მტკიცე ხასიათს და მის დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ მე პირადად მხოლოდ კარგს ველოდები.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში