NDI – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, საქართველოში არსებულ მრავალ პოლიტიკურ პარტიას შორის რომელი დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, იმავე პასუხს აფიქსირებს 35-54 ასაკობრივი კატეგორიის 48% და 55 წელს ზემოთ მყოფი გამოკითხული პირის 42%. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც მათ შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიას, 18-34 წლის ასაკობრივი კატეგორიის მხოლოდ 13% ასახელებს, უფრო მაღალია მაჩვენებელი ფიქსირდება 35-54 და 55 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც შესაბამისად, 20% და 24% ასახელებს „ქართულ ოცნებას“ მათ შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიად. ამასთან, ახალგაზრდების მხოლოდ 2% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც