“ახლა რომ ცრემლად იღვრებით, პირდაპირ ეთერსა, თუ სოციალურ ქსელში, აქამდე სად იყავით? დაგაგვიანდათ მეგობრებო! არაერთმა ცნობილმა ტელეწამყვანმა დაწერა, რომ ნიკა კაციას ხშირად შიოდა და 20 ლარს ითხოვდა.
“მისი პირადი ტრაგედია იყო, რომ არ მუშაობდა ნიჭიერი კაცი” – ეს სიტყვები ჩემი ერთერთი კოლეგის პირდაპირი ეთერიდან გახლავთ. დიახ, ნიჭიერი ბიჭია და კარგი ტელეწამყვანი.
წლობით რომ სამადლოდ ეხმარებოდით, მუშაობა ვერ დააწყებინეთ? ვერ დაეხმარეთ? ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ როგორი სიმწარეა, როდესაც შენს წინ ყველა ტელეკომპანიის კარი უბრალოდ იხურება.
“ჰო,ყველანაირად უკარგესო, შტატი და ფინანსები არ გვაქვს”,- ეს საფირმო ფრაზა არსად დაკარგოთ!!! პირადად მე დღემდე ამ გზას გავდივარ და თუ სამშობლოს სიყვარულისათვის დამაკავებენ, ნუღარ იტირებთ, სასაცილოა. არაერთს მოგნიშნავდით და გაგახსენებდით, თუ როგორი ტონითა დამოკიდებულებით იცით ხოლმე საუბარი ე.წ. ვარსკვლავებმა, როდესაც დახმარებას თქვენზე გაცილებით ნიჭიერი და მართლა გაჭირვებაში მყოფი კოლეგები გთხოვენ, მაგრამ არ მინდა.
თავისუფლება ნიჭიერ ნიკა კაციას! თავისუფლება მართალ ნიკა კაციას! თავისუფლება კარგ ნიკა კაციას!!!” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი, ჟურნალისტი გაგა გოგსაძე.