– სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გამართა – შეიძლება მართლა გააკეთონ ეს, ისე არიან გასულები მომსახურების ზონიდან

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გამართა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს.
„ეს შეიძლება მართლა გააკეთონ, ისე არიან გასულები მომსახურების ზონიდან, მაგრამ
ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ გვეიმედება ხალხი, რომ საბოლოოდ, იმ არასწორი და უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც პარალელურად, ისინი შეეცდებიან საუბარს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან, მისი პარტიის დამფუძნებელთან, მისი პარტიის წარმომადგენლებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ცნობით, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მმართველი პარტიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და ერთ საათს გაგრძელდა. მათივე განმარტებით, საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კონტაქტი ისევ შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან