“ჩემი აზრით, აუხსნა, რომ დაერხევა, თუ გააგრძელებს ისე ქცევას, როგორც იქცევა ახლა”– ჯაფარიძე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:
კობახიძეს კი არა, ივანიშვილს დაურეკა მაკრონმა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღიარებს ამ ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქი. თქვენი აზრით რაზე დაურეკა, როგორა ხარ, ხომ კარგად ხარ და ახალი წელი მიულოცა? ჩემი აზრით ბოლო გაფრთხილება გაუკეთა, აუხსნა, რომ დაერხევა, თუ გააგრძელებს ისე ქცევას, როგორც იქცევა ახლა. ის, რაც ხდება საქართველოში, დემოკრატიის უკუსვლა, ეს მიუღებელია საფრანგეთისთვის და ჩემი ვარაუდით, თუ ასე გაგრძელდება, საფრანგეთის მიიღებს გარკვეულ ზომებს და მათ შორის, შეიძლება, ლიდერის როლიც ითამაშოს, ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის შიგნით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!