“მოგეხსენებათ, რომ რომ დღეს ბათუმში დაპატიმრებულ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და ოთხ სტუდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი ჩვენი (თბილისის კონსერვატორიის) პირველკურსელი, საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტი, პროფესორ ნინო ქათამაძის მოსწავლე ანრი კაკაბაძეა!
ანრი უნიჭიერესი პიანისტია, არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული! მე ვიჯექი მისაღები გამოცდის კომისიაში, როდესაც კომისიის ხუთივე წევრმა მას უმაღლესი ქულა დავუწერეთ! ახლა კი ანრი 2 თვით ციხეში უნდა დარჩეს!
ჩემთვის მიუღებელია ხუთივეს წინასწარი პატიმრობა, მაგრამ ახლა ამ მოვლენამ ძალიან პირადი ხასიათი მიიღო!
მოვითხოვ, სასწრაფოდ გათავისუფლდეს ხუთივე დაკავებული! ის ხომ მაინც იყო შესაძლებელი, რომ მათ გირაო შეფარდებოდათ?!
სადამდე მოვედით?! მეტი რა დავწერო, არ ვიცი!
P.S. ფერენც ლისტი – Totentanz (“სიკვდილის როკვა”). ასრულებს ანრი კაკაბაძე…
ლისტის ამ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს უძველესი გრიგორისეული ქორალი Dies irae – განკითხვის დღე…
რა სიმბოლურია!” – წერს სოციალურ ქსელში პიანისტი, თბილისის კონსერვატორიის ასოც. პროფესორი ნინო ჟვანია.