დინამიკა პოზიტიურად გამოიყურება, იმედია, ევროპაში ზოგ-ზოგიერთები ახლა მაკრონს არ დაუწყებენ დამუნათებას ისე, როგორც გუშინ ევროკავშირის ელჩს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, დინამიკა პოზიტიურად გამოიყურება და იმედია, ზოგიერთი მაკრონის დამუნათებას არ დაიწყებს ისე, როგორც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან მიმართებით გააკეთეს, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
“დინამიკა პოზიტიურად გამოიყურება. იმედია ევროპაში ზოგ-ზოგიერთები ახლა მაკრონს არ დაუწყებენ დამუნათებას, როგორ თუ დაურეკეო, ისე როგორც გუშინ ევროკავშირის ელჩს. მაკრონი ხომ უფრო მაღალი ღობეა მათთვის.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ