,, ეს ორი კომიტეტი მაინც გავაერთიანოთ? იმდენი ფული დაიზოგება, როიალსაც კი ვიყიდით” – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, სოციალურ ქსელში წერს:
,,არგენტინის პრეზიდენტის პირველი ნაბიჯი-18 სამინისტრო შეამცირა ცხრამდე.
პარლამენტში 15 კომიტეტია. ცალკეა სპორტის და ცალკეა კულტურის. სხდომებს ვერ ატარებენ საკმარისი რაოდენობით, რადგან საკითხები არაა. თანაც, ამ 15 კომიტეტს 30 მანქანა ემსახურება, რა თქმა უნდა, ოცდაათივე ქართული ოცნების დეპუტატებს. რომ მივბაძოთ არგენტინის პრეზიდენტს და ეს ორი კომიტეტი მაინც გავაერთიანოთ? იმდენი ფული დაიზოგება, როიალსაც კი ვიყიდით. ისე მთავრდება ამ მოწვევის პარლამენტის მუშაობა, რომ ერთი როიალი ვერ დაუდგამთ ფოიეში. არ სცემენ პატივს კულტურის კომიტეტს, გაერთიანებულს კი მეტი წონა ექნება:)))”

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: ამ ბრძოლაში ამ კაცს არაფერი ხეირი არ ჰქონია, გარდა მუდმივი დევნისა და ოჯახზე გადასული საფრთხისა. რავი, ვინც ამას ვერ ხედავთ, აბა რას ხედავთ? ალბათ გჭირდებათ რომ კაცი ცოცხლად გატყავებული ნახოთ