ამას ქართული ოცნება სრული უმოქმედობით პასუხობს და საუბრობს ტყუილ მშვიდობაზე, საზოგადოებას ატყუებს, რომ თითქოს მის მიერ წარმოებული პოლიტიკა, რამენაირად ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვართ სრულიად დაუცველები და რეალობა არის ის, რომ ხდება, მაგალითად, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საერთაშორისო ჩართულობის კიდევ უფრო შევიწროება.