ნათია მეზვრიშვილი: ხალხის წინააღმდეგობა ვერ დათრგუნა რეპრესიებმა და წამებამ. მეტს აკავებენ და აწამებენ, მეტი გამოდის

“საჯარო სამსახურში სერიოზული წინააღმდეგობაა „ოცნების“ ქმედებების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჯერ ხმას არ იღებს, შიდა დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. ამიტომ, „ოცნება“ ცდილობს ეს წინააღმდეგობა დათრგუნოს რეორგანიზაციის მუქარით.
ამ მუქარაზე მოხელეებისგან ერთადერთი სწორი რეაქცია უნდა იყოს: ხმის ამოღება და მასობრივი გაფიცვა.
ხალხის წინააღმდეგობა ვერ დათრგუნა რეპრესიებმა და წამებამ. მეტს აკავებენ და აწამებენ, მეტი გამოდის. ეს ხალხი გიხდით ფულს საჯარო სექტორს. ამიტომ, არც თქვენ გაქვთ შიშის მორალური უფლება. გამორიცხულია ყველა დაგითხოვონ, სისტემა ჩამოეშლებათ. გამოაცალეთ ძალადობას საყრდენი თქვენი სახით და იმოქმედეთ.
პირველად გაჩნდა ისტორიული შანსი, ძალადობის წიაღში თავისუფალი და დამოუკიდებელი საჯარო სექტორი დაიბადოს. ამის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ ახლა, ერთობით, პოლიტიკოსების დაუხმარებლად.
რომც დაგითხოვონ, დათხოვნა წამებასთან რა მოსატანია. გარდა ამისა, არალეგიტიმურები წავლენ და ახლა ვინც კანონს დაიცავთ, ყველა დაბრუნდებით. ხომ იცით ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაა, რომლის დაცვა თქვენი მოვალეობაა,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?