ბადრი ჯაფარიძე – როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით – ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ 26 ოქტომბრის განმეორება

როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ცხადია, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით, – წერს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ფეისბუქ“ გვერდზე.
მისივე თქმით, გამორიცხული უნდა იყოს 26 ოქტომბრის განმეორება.
„საქართველოში მიმდინარე მანიფესტაციებში 35 წლის წინ დავიწყე აქტიური მონაწილეობა და ის, რაც ამჟამად ქუჩებში ხდება, სრულიად ახალი ფენომენია. ვფიქრობ, ახლა ვაკვირდებით ახალი ქვეყნის დაბადებას, რომელიც თავისუფლდება წარსულის ბევრი მძიმე ტვირთისგან და მე ვამაყობ ჩვენი თანამოქალაქეებით, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს და ისინი არ დათმობენ თავისუფლებას, ისინი არასოდეს შეეგუებიან ქვეყნის ევროპული მომავლის დაკარგვას.
ქართველი ხალხი დღეს ქუჩაშია და არ შებრუნდება საკუთარ სახლებში მანამ, სანამ არ მიაღწევს მთავარ მიზანს – ავტოკრატიული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ახალი ს ჩატარებას.
როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ცხადია, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით.
ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ 26 ოქტომბრის განმეორება, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რაც არის ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლება“,- წერს ბადრი ჯაფარიძე.