დავით გოგიჩაიშვილი: სიტყვა “სოლიდარობა” ადრე დიდად არ მომწონდა, თუმცა, ახლა ვხვდები თუ რა საჭირო და აუცილებელიცაა, რადგან როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ერთმანეთის იმედი შეიძლება გვქონდეს

“ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით ამ სასტიკი ძალადობის მსხვერპლების მაგივრად; ჟურნალისტი, ექიმი, მსახიობი, მწერალი, სტუდენტი, მშობელი, მენეჯერი, მასწავლებელი, ყველა სათითაოდ და ერთად ჩვენი მხრიდან მადლობის თქმას იმსახურებს;
მათ შორის ჩვენი ბევრი მეგობარი, მეგობრის შვილი, კარგი ნაცნობი, ან სრულიად უცნობი ადამიანია
სიტყვა “სოლიდარობა” ადრე დიდად არ მომწონდა, თუმცა, ახლა ვხვდები თუ რა საჭირო და აუცილებელიცაა, რადგან როგორც ირკვევა, ახლა მხოლოდ ერთმანეთის იმედი შეიძლება გვქონდეს”, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დავით გოგიჩაიშვილი.