მიუსაფარი ცხოველები და გზები ადგილობრივ დონეზე ყველაზე მეტად აწუხებთ — NDI-ის კვლევა

მიუსაფარი ცხოველები და მოუწესრიგებელი გზები ადგილობრივ დონეზე მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ამის შესახებ საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2020 წლის მერე მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მნიშვნელობა
გასაკუთრებით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმ მიაღია.
გამოკითხვაში მონაწილეებს კითხვა დაუსვეს შემდეგი ფორმულირებით: „რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს? გამოკითხვაში მონაწილეებს მაქსიმუმ სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ.
გამოკითხულთა 22%-მა დაასახელა მიუსაფარი ცხოველები, 22%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა გზები, 15%-სთვის — სისუფთავე ქუჩებში, საგზაო მოძრაობა — 14%, გარემოს დაბინძურება — 14%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი — 14%.
კვლევის მიხედვით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ქალებს აწუხებთ.
სხვა ტიპის დასახლებებთან შედარებით, თბილისს მეტად აწუხებს საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი
კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა, სულ, 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2.2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით