მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს კუბო სპეციალურად, ადგნენ და დაწვეს. რატომ ხდება ეს?! – იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას

მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს კუბო სპეციალურად, ადგნენ და დაწვეს. რატომ ხდება ეს?! – იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას
განსაკუთრებით უმორალოა ის სცენა, რაც აკერმანისეულ თუ, რევოლუციის სხვა სახელმძღვანელოებში წერია ყველგან, რაც გააკეთეს 2003 წელს, გახსოვთ, კადრებით ყველას გვახსოვს კუბო, რომ ჩამოატარეს 2003 წელს, მაიდნის დროს ში იქაც კუბო ფიგურირებდა და გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს ისე, რომ მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს კუბო სპეციალურად, ადგნენ და დაწვეს,- განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ.
მდინარაძის განცხადებით, მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას. „რატომ ხდება ეს?! იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას. რატომ ხდება ხაზგასმა?! ჩვენ არ ვეხებით არავის არ ვარჩევთ ერთმანეთისგან, რატომ გამოჰყავთ წინა პლანზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები?
არაფერს არ ვერჩით იმ ხალხს, როცა კანონის ჩარჩოებში იქცევა ადამიანი, გინდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყოს და რა წარმოდგენის, რა მიმართულების თუ რა ცხოვრების არ გვაინტერესებს არაფერში. ჩვენ მხოლოდ პროპაგანდას ვებრძვით და არა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს, მაგრამ რატომ ხდება მათზე ხაზგასმა?!
რატომ არიან ბრძოლის წინა ხაზზე ასეთი ადამიანები?! რატომ წვავენ კუბოს მაინცდამაინც მაცხოვრის გამოსახულებით, ასე დემონსტრაციულად, რატომ იღებენ ასეთი რევოლუციური, ასეთი სატანისტური დამოკიდებულებით და მიდგომით გადაწყვეტილებებს. რევოლუციური წიგნებიდან ამ კონკრეტულ მაგალითებს რატომ უხდენენ რეალიზებას?! იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებზე და ეს შემთხვევითი არ არის და ამას ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.