ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია ხელისუფლებისთვის, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი – ლეგიტიმაციის წყარო ხალხია და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი

ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია ხელისუფლებისთვის, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი – ლეგიტიმაციის წყარო ხალხია და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი
მინდა დავამშვიდო ჟიგიმანტასიდან დაწყებული, აქაური აგენტურა და იქაური დავალებების მიმცემები, რომ ლეგიტიმაცია ჰერჩინსკის არ მიუცია ხელისუფლებისთვის, ლეგიტიმაცია მისცა ერმა და ბერმა, როგორც იტყვიან. საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მიანიჭა ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ევროკავშირის ელჩ ს შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველი ხალხია და არა ევროპის რომელიმე წარმომადგენელი. რაც შეეხება პაველ ჰერჩინსკის, მდინარაძის თქმით, ელჩი ევროპელი ბიუროკრატების მითითებით, ყველანაირად ეხმარება ოპოზიციას საკუთარი განცხადებებით, ამიტომ, მისი კრიტიკა გაუგებარია მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
„ჰერჩინსკის ლეგიტიმაცია აქ არ არის მთავარი. ჰერჩინსკიც შეხვდება, სხვა ელჩებიც შეხვდებიან [მაკა ბოჭორიშვილს] და გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ, დაანებონ იმ კაცს თავი, ხომ ხედავენ, გუშინ გამოვიდა ის კაცი და რაც შეეძლო, თავიდან ბოლომდე მხარი დაუჭირა მათ? დღეს ახლა იმიტომ, რომ ხელი ჩამოართვა საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს არც ლეგიტიმაციის საფუძველია, არც უმაგისობაზეა საუბარი. შესაბამისად, ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს ქართველი ხალხი – ხალხია ლეგიტიმაციის წყარო და არა თუნდაც ევროპის რომელიმე წარმომადგენელი, მაგრამ, ამის შემდეგ გრძელდება ცხოვრება – ევროკავშირის ელჩიც ხელს ჩამოართმევს, ითანამშრომლებს და ყველაფერი კარგად იქნება. დაანებონ იმ კაცს თავი, მათკენ არის, რაც კი შეუძლია.
პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია [ჰერჩინსკი], მაგრამ რაღაც მითითებები როცა მოდის, იმას ახმოვანებს და არსებული ბიუროკრატიის იმ მითითებებში, მათი [ოპოზიციის] მხარდაჭერა ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე. ლეგიტიმაციის საფუძველი მისი შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა კი არ არის, არის ქართველი ხალხის არჩევანი.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ

აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათი წინამორბედები გრანტებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები