ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილსა და პარლამენტის ხუთ დეპუტატს მანდატი გაუუქმდათ

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაეთანხმა მათი რვა თანაგუნდელის მოთხოვნას, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტსი გაუქმებოდათ სადეპუტატო მანდატები. კენჭისყრა დღეს, 10 დეკემბერს ჩატარდა.
საპარლამენტო მანდატები გაუუქმდათ პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილსა და მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეს.
მანდატების შეწყვეტის დადგენილების მიღების წინააღმდეგი არავინ ყოფილა:
· (პრემიერ-მინისტრი) – 78 მომხრე;
· მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი) – 79 მომხრე;
· ანრი ოხანაშვილი (იუსტიციის მინისტრი) – 77 მომხრე;
· დავით სონღულაშვილი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი) – 76 მომხრე;
· მარიამ ქვრივიშვილი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე) – 81 მომხრე;
· („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე) – 74 მომხრე;
· („ქართული ოცნების“ თავმჯდომარე) – 78 მომხრე;
· („ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი) – 75 მომხრე.
მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრება, ოპოზიციაც და პრეზიდენტიც აცხადებენ, რომ გაყალბდა. 25 ნოემბერს პარლამენტში პირველი სხდომა ჩატარდა, სამ დღეში კი „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადეს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მეცამეტე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ „პოლიტპატიმრებად“ მოიხსენიებენ.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
ფორუმი