“მეტოქეს მარტივად ვეღარ ატყუებს, პროგნოზირებადი გახდა” – Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ხვიჩა გააკრიტიკა

რადიო Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა ვალტერ დე მაჯიომ “ნაპოლის” რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის ს შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველის თამაში პროგნოზირებადი გახდა და მცველები მას ადვილად უმკლავდებიან.
“კვარაცხელია მეტოქეს მარტივად ვეღარ ატყუებს, მისი თამაში პროგნოზირებადი გახდა”, – განაცხადა დე მაჯიომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“პარტენოპეი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ატალანტას” ორი ქულით ჩამორჩება.