ვოლოდიმირ ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებაზე – ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს რომ ქვეყანას ახლა სჭირდება ფოკუსირება სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე და არსებული ბრიგადების მომზადებაზე.
“ტექნიკისა და წვრთნის დეფიციტი ჯარისკაცების ახალგაზრდობით არ უნდა ავანაზღაუროთ. პრიორიტეტი უნდა იყოს სარაკეტო მოწოდება და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შემცირება და არა უკრაინაში გაწვევის ასაკის შემცირება. მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა და არა იარაღის მარაგებში შენახვა“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევმა უნდა დაიწყოს ახალგაზრდების ჯარში მობილიზება, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა სხვა ქვეყნებში. გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და პარტნიორები მზად არიან, მოამზადონ და აღჭურვონ ახალგაზრდა ჯარისკაცები, თუ უკრაინა გადაწყვეტს მობილიზაციის ასაკის შემცირებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება