ლა ლიგის მეთექვსმეტე ტურში, სახლში “რაიო ვალეკანოსთან” წაგებული მატჩის (0:1) 28-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის მეკარეს გიორგი მამარდაშვილს მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა, შეხვედრა შეჩერდა და მის შესაცვლელად სტოლე დიმიტრიევსკი ემზადებოდა. თუმცა ქართველს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თამაში გაგძელდა და ბოლო შეტევისას მეტოქის საჯარიმოშიც კი ჩავიდა. როგორც ირკვევა, მამარდაშვილს პრობლემა მაინც აქვს.
Plazadeportiva და superdeporte იტყობინებიან, რომ გიორგიმ ორშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარა, ბარძაყის კუნთის ანთება დაუდგინდა და 14 დეკემბერს “ვალიადოლიდთან” მისი ასპარეზობა საეჭვოა.